საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა
20/05/2022 0 ნახვა

 





ქეა კავკასიამ, ქეა ამერიკის (CARE USA) მხარდაჭერით დაიწყო უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერის ჰუმანიტარული პროგრამა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მეზობელი ქვეყნებისკენ ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიემართა. გაიზარდა ლტოლვილთა რაოდენობა საქართველოშიც. 24 თებერვლიდან 1 მაისის ჩათვლით, საქართველოში 40 000 მზე მეტი უკრაინელი ჩამოვიდა, რომელთა უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცებია. 


ქეას ჰუმანიტარული პროგრამა ეფუძნება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების რეალურ საჭიროებებს და  მოიცავს:

-მრავალმიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევას ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ჯგუფებისთვის 3 თვის განმავლობაში

-გადაუდებელი საბაზისო საკვებისა და ნივთების, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას, ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და სხვა დაუცველი ჯგუფებისთვის

-იურიდიული კონსულტაციის მიწოდებას ქეას დახმარების მიმღებთათვის

უკრაინელი ლტოლვილების პრიორიტეტებისა და მათ წინაშე არსებული ბარიერების უკეთ გასაგებად CARE-ს გუნდმა ჩაატარა მათი საჭიროებების სწრაფი შეფასების კვლევა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს CARE-ს და მის პარტნიორ ორგანიზაციებს უკეთ დაგეგმონ ჰუმანიტარული პროგრამები და სწორად უპასუხონ  საქართველოში მყოფი  უკრაინული მოსახლეობის საჭიროებებს.

ქეა კავკასია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ლტოლვილი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხს და ლტოლვილებს აწვდის ინფორმაციას  საქართველოში არსებული დაცვის სერვისების შესახებ, მათ შორის ძალადობის ცხელი ხაზი, თავშესაფარი და სხვა.

ქეა არის ჰუმანიტარული საკოორდინაციო ჯგუფის აქტიური წევრი და პროგრამის გახმროციელების პროცესში კოორდინირებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე. ქეა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მთავრობასთან, მმათ შორის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის მუნიციპალიტეტებში რეგიონებშინ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.