პროექტი „ახალი სიცოცხლე ლაგოდხის ბილიკებისთვის" (NLforLT) დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP).
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2022 - დეკემბერი 2022
პროექტის მიზანი: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რომელიც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებას და ეკოსისტემების შენარჩუნებას.
პროექტის მიზნის განხორციელება მოხდება შემდეგი კომპონენტების მეშვეობით: ინფრასტრუქტურის განვითარება, გარემოსდაცვითი განათლება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
• ინფრასტრუქტურის განვითარება: გულისხმობს ინტერპრეტაციული ბილიკის მოწყობას, რომელიც პარკის ვიზიტორებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ეკოსისტემებს; ასევე იგეგმება რეინჯერებისა და ადგილობრივი გიდების გადამზადება ბილიკების ინტერპრეტაციაში;
• გარემოსდაცვითი განათლება: ეს კომპონენტი მოიცავს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სკოლის მოსწავლეების ჩართულობას რათა ხელი შეუწყონ ეკოსისტემის შენარჩუნებას და ცოდნის გადაცემას თანატოლებსა და თემებში;
• დაინტერესებული მხარეების ჩართულობა: პროექტის პარტნიორები შეინარჩუნებენ კავშირებს და ჩაერთვებიან პროცესში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მიიღონ მხარდაჭერა პროექტის შემუშავებისა და განხორციელების დროს და დაინახონ ინიციატივის გაზრდის პოტენციალი და პროექტის აქტივობების შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობა.
საპილოტე პროექტი „ახალი სიცოცხლე ლაგოდხის ბილიკებისთვის" (NLforLT) გრძელვადიან მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დაცული ტერიტორიების უფრო ფართო მიზნებს და ეკოსისტემის კონსერვაციას, ასევე დაცული ტერიტორიების განვითარების ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოტურიზმის განვითარება. პირველ რიგში, ბილიკი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ განათლებას, გარდა ამისა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ეკო-საგანმანათლებლო ინტერპრეტაციული ბილიკის მოწყობა, როგორც რეკრეაციული ასევე საგანმანათლებლო დანიშნულებით, შეიძლება იყოს ტურიზმის განვითაების ერთ-ერთი გზა.