საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაახლოვებით, 27 000 ადამიანი ვეღარ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას სამხრეთ ოსეთსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. აქედან 18 000 იძულებით გადაადგილებული პირისთვის სახელმწიფომ 2008 წლის ბოლოს ახალი დასახლებები ააშენა. იმისათვის, რომ დავხმარებოდით პრობლემების მოგვარებაში და ხელი შეგვეწყო მათი ინტეგრაციისთვის, ქეა ნორვეგიამ და ქეა საერთაშორისომ კავკასიაში შეიმუშავეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 10 000 ადამიანის დახმარებას შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროექტ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაბილიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია”-ს მიზანი იყო, რომ მომხდარიყო დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარება, რომ გაადვილებოდათ ახალ გარემოში ინტეგრაცია, რასაც სოციო-ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით ვაპირებდით, რომ შემცირებულიყო სიღარიბე და კონფლიქტის რისკი. გამოიყო ინტერვენციის ხუთი სფერო 1) შემოსავლების შექმნა და ეკონომიკური განვითარება 2)თემის/საზოგადოების განვითარება 3) სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, 4) ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარების ამაღლება 5) ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან.
ეს ანგარიში გთავაზობთ მიღებული შედეგების შეფასებას. სრული ვერსია მხოლოდ ინგლისურადაა ხელიმისაწვდომი.