როგორ ვაკეთებთ?



ქეა საერთაშორისომ კავკასიაში შეიმუშავა ოთხი ინოვაციური სტრატეგია, რომლებიც სიღარიბისა და სოციალური უსამართლობის აღმოფხვრას ემსახურება:

 


შუამავლობა: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია უნიკალური რესურსები და პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ქეა ცდილობს ადგილობრივი მეწარმეები დააკავშიროს პოტენციურ ბაზრებთან, მოიძიოს ინოვაციური ბიზნეს იდეები და შუამავლობა გაუწიოს პოტენციურ ინვესტორებთან.

 


კონსულტაცია: ქეას სამხრეთ კავკასიაში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება გააჩნია. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც იზიარებენ ქეას ხედვას სოციალურ ცვლილებებზე, მივცეთ მათ შესაბამისი რჩევები, გავუწიოთ კონსულტაცია, ასევე გავუზიაროთ გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქეა გახდება ის რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 


პროექტები: ქეა პროექტებს განიხილავს როგორც საშუალებას, რომლებშიც ხდება სასურველი სოციალური ცვლილებების მოდელების დამუშავება და გამოცდა. ამ პროექტების მეშვეობით ხდება სოციალური მეწარმეების მოძიება და მათი უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური ცოდნითა და საკმარისი ფინანსური რესურსით, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინოვაციური იდეების სიცოცხლისუნარიან სოციალურ საწარმოებად გარდაქმნა.

 


ინვესტიცია: ჩვენი იდეების მაძიებელთა ქსელის საშუალებით ხდება ინოვაციური იდეების მოძიება, რომლებსაც შეუძლიათ სისტემური სოციალური ცვლილებების მოხდენა რეგიონში. საბოლოოდ შერჩეული იდეების რეალიზების მიზნით ქეა კავკასია პოულობს გარეშე ინვესტორებს, ვისთვისაც აღნიშნული იდეა საინტერესო და მისაღებია ან პირდაპირ ახორციელებს ინვესტიციას.

 


სოციალური ცვლილებების პროცესი იწყება ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე, როდესაც იდეების მაძიებელი ადგილობრივ მეწარმეს ხვდება და მასთან ერთად არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შემდეგ, იდეების მაძიებელი პირველად ეტაპზე შერჩეულ იდეებს ჩვენს ოფისში გვაწვდის, რომელთა შემდგომი განხილვის და დეტალური ანალიზის შედეგად ხდება საუკეთესო ინიციატივების დაფინანსების მოძიება.



იმისათვის, რათა თითოეულ იდეას წარმატების და დაფინანსების უკეთესი შანსი ჰქონდეს, ქეა საერთაშორისო კავკასიაში აღნიშნული იდეის მქონე მეწარმეს საკუთარ გამოცდილებას, ცოდნასა და კავშირებს სთავაზობს. ამავდროულად, ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას და მეწარმეებს მათი იდეების სათანადო შეფუთვასა და ინვესტორებთან წარდგენაში ვეხმარებით.