მცირე ბიზნესიდან მეტ შესაძლებლობებამდე-კოოპერატივ „იკაროსის“ წარმატების ისტორია
29/06/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

       



კალმახის მწარმოებელი კოოპერატივი „ იკაროსი " ცაგერის ცენტრში მდებარეობს. ტერიტორია რამდენიმე მუნიციპალიტეტს ესაზღვრება, გარშემო ლამაზი ბუნება კი მომავალი განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. კალმახის ბიზნესის ტურიზმის სექტორთან დაკავშირება კოოეპრატივის ერთ-ერთი გეგმაა . ეს იდეა შეიძლება რეალური გახდეს , რადგან პროექტის დახმარებით სატბორე მეურნეობის აღდგენა და განახლება მოხდა, სადაც ახლა მაღალი ხარისხის თევზი იწარმოება და ადგილიც უამრავ ადამიანს იზიდავს.

კოოპერატივ „იკაროსის" წევრებს კალმახის წარმოების მცირე გამოცდილება ჰქონდათ. მართალია, თევზის ტბორს რამდენიმე წელია ფლობენ, მაგრამ ფინანსური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობა ბიზნესის სრულ განვითარებას უშლიდა ხელს. ხშირი იყო პრობლემები, მაგალითად აუზის დატბორვა მდინარეში წყლის მომატების შემდეგ, ტერიტორია არ იყო გაწმენდილი და შემოღობილი. მას შემდეგ, რაც ქეამ ენპარდის (ENPARD) პროგრამით ცაგერში კოოპერატივების პროექტი დაიწყო, „იკაროსის" წევრებმა გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება, რათა თავიანთი ბიზნესი განევითარებინათ. მიღებული მხარდაჭერით, აუზი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა, აიგო არხები, და დატბორვის საშიშროება უკვე აღარ არსებობს. დამატებით, კოოპერატივმა მიიღო მანქანა თევზის ბაზარზე გადასატანად და საკვების მოსატანად. ახლა ეს ტერიტორია კოოპერატივს თევზის წარმოებისთვის უკეთეს პირობებს უქმნის.


       

პროდუქციის გაზრდა „იკაროსს" ბაზრის გაფართოების საშუალებას აძლევს. ჯერჯერობით, კოოპერატივი თევზს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის და თანდათან გაფართოებას ცდილობს. ქეას პროექტის სხვა კოოეპრატივების მსგავსად, იკაროსმა დაბრუნებადი გრანტი მიიღო, ამიტომ კოოპერატივების წევრები მიღებული შემოსავლების ნაწილს კოოპერატივების ფონდში გადარიცხავენ. კოოპერატივი თანდათან ძლიერდება, და ფიქრობს, რომ მისი შესაძლებლობები უფრო დიდ ბაზარსაც თავისუფლად გაწვდება.

„ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვართ. რადგანაც ახალი კოოპერატივი ვართ, არ ვჩქარობთ, გრანტს ვიხდით. მაგრამ თავდაჯერება გვემატება და მალე უფრო დიდ ბაზარზეც გავალთ."


კოოპერატივი მომავალს იმედის თვალით უყურებს: ვინაიდან ტერიტორია ტურისტებისთვის მინმზიდველი ადგილია, "იკაროსის" წევრები ტურიზმის განვითარებას და ადგილზე პატარ კოტეჯების ჩადგმას გეგმავენ. ეს თემისა და რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რადგან ტურიზმი სხვა ადგილობრივ მოსახლეობასაც დაასაქმებს. კოოპერატივის ლიდერი, ლაშა, გვეუბნება, რომ მსგავსი პროექტები რეგიონის განვითარებაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

 

„კოოპერატივების განვითარებამ დადებითი ცვლილებები უკვე მოიტანა-რეგიონი წინ მიდის. ამას რომ ვხედავთ, ჩვენც ვერ გავჩერდებით ერთ ადგილზე. ვფიქრობთ, როგორ განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ადგილობივი პროდუქცია შევქმნათ"

 

 

პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" ხორციელდებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის  ფარგლებში