წიწილების ფერმა ლაგოდეხში- ნინოს წარმატების ისტორია
15/10/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ნინო ოჯახთან ერთად ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ცხოვრობს, სოფლის მეურნეობა მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა: მისდევს მესაქონლეობას, ასევე მოჰყავს კიტრი და ბადრიჯანი. რაც მთავარია, ნინო, უკვე, 6 წელია წიწილების გამოყვანით არის დაკავებული და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს სხვადასხვა სოფლებიდან.

 

ნინოს საქმიანობა, წიწილების გამოყვანა-მოშენება დიდ შრომას მოითხოვს. ამ დრომდე, იმის გამო, რომ ნინოს არ ჰქონდა თანამედროვე ტექნიკა მთელ დღეს წიწილების გამოკვებასა და წყლის მიწოდებას უთმობდა, მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდი იყო. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სხვა საქმიანობებისთვის დრო აღარ რჩებოდა, შემოსავალიც ნაკლები იყო.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ქეა ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნინომ ინკუბატორი შეიძინა, და ახლად გამოჩეკილი წიწილებისთვის შენობა გაარემონტა და აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. პროექტით გათვალისწინებულმა გრანტმა, ნინოს შრომა გაუადვილა და დრო გაუთავისუფლა. ახლა უკვე, სპეციალური აღჭურვილობის წყალობით, წიწილების კვება გაადვილდა. გარდა იმისა, რომ მეტი დრო აქვს, ახლა ნინოს ბევრად მეტი რაოდენობის წიწილაც გამოჰყავს. შენობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გარემონტდა, ერთდროულად, 8000 წიწილის დატევა შეუძლია.


წიწილების რეალიზაცია ნინოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან სოფლის ქათამი საკმაოდ მოთხოვნადია. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, წიწილების 80%-ს სახლიდან ყიდის, დანარჩენი კი სოფელ კაბლის და აფენის ბაზარში მიჰყავს გასაყიდად. იმის გამო, რომ სოფელი ჭიაური არ გამოირჩევა უხვი მოსავლით, ნინოს, ხშირ შემთხვევაში, საკვების ყიდვა უწევს წიწილებისთვის, თუმცა შემოსავლით მაინც კმაყოფილიასაოჯახო მეურნეობაში, წიწილების მოვლისთვის და შენობის დასუფთავებისთვის ნინო ადგილობრივ ქალებსაც ასაქმებს. წელს მაგალითად, 8 ქალი და ერთი დამხმარე კაცი დავასაქმე. მომავალში, როდესაც სტაბილურად ვიგრძნობ თავს ამ საქმიანობაში, გაფართოებასაც ვაპირებ, ვინაიდან მოთხოვნა საკმაოდ დიდია."


მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და არამარტო, რადგან ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას რეგიონში.