ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის მონაწილე ქალები საუბრობენ გოგონების როლსა და შესაძლებლობებზე
11/10/2020 0 ნახვა

 

 

 

 

 

საზოგადოებაში არსებული უამრავი გენდერული სტერეოტიპი გოგონებს ხელს უშლის სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. კორონავირუსმა კი ახალი კრიზისის წინაშე დააყენა სამყარო, მათ შორის განსაკუთრებული გამოწვევები შეუქმნა ქალებსა და გოგონებს.

 

 

მსგავსი კრიზისების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გოგონების გაძლიერება. გოგონები შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ძალა და იმედი ახალი ცვლილებების განხორციელებისთვის.

 

 

იხილეთ რას ფიქრობენ გოგონების როლზე და შესაძლებლობებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის მონაწილე ქალები:

 

 

"მართალია კანონი ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას, მაგრამ არსებობს შემთხვევები როცა ირღვევა ქალებისა და გოგონების უფლებები. გოგონების განვითარებისთვის პირველ რიგში   აუცილებელია რეალურად ჰქონდეთ ისეთივე უფლებები და შესაძლებლობები, რაც მამაკაცებსა და ბიჭებს აქვთ" - რიტა, ახალქალაქი.

 

 

 

 

 

 

 

"მნიშვნელოვანია გოგონების განვითარება სწავლის კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი შეიმეცნონ, იცოდნენ რა არის მათი უფლებები და სად ირღვევა ისინი. სწორედ სწავლა განაპირობებს გოგონების სწორ განვითარებას, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და მომავალში შეძლონ თავიან ოჯახებზე ზრუნვა" - ლიოლია, სათემო მუშაკი ახალქალაქიდან.

 

 

 

 

 

 

"ჩემი აზრით, გოგოებს თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რომ სრულად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. მინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც დაფასებულია ქალებისა და გოგონების შრომა და არ ირღვევა მათი უფლებები" - სირუშ, ახალქალაქი.

 

 

 

 

სამივე ქალმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გოგონებისა და ქალების როლი ოჯახსა და საზოგადოებაში. ისინი ცდილობენ, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ თემში და ხელი შეუწყონ გოგონების შესაძლებლობების გაზრდას.