ქეა კავკასიის ხედვა გენდერულ ძალადობაზე კრიზისების დროს
25/11/2021 0 ნახვა

 

ქეა კავკასიის ხედვა გენდერულ ძალადობაზე კრიზისების დროს

 

გენდერული ძალადობა კრიზისის დროს

 

გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებების, ჯანდაცვისა და განვითარების საკითხია. გენდერული ძალადობა არამარტო პირდაპირ ზიანს აყენებს ქალებს და გოგონებს, ასევე დამანგრეველი შედეგები აქვს სექსუალური და რეპორდუქციული ჯანმრთელობის, სიღარიბის, სოციალური გარიყულობისა და ბავშვებზე გავლენის კუთხით. ყველაფერი ეს მწვავდება ისეთი კრიზისების დროს, როგორიც არის კოვიდ19 და კონფლიქტები.

მწვავე სოციალურ და ეკონომიკურ სიტუაციას და სტრესს ძალადობისა და დამცირების სხვადასხვა ფორმებამდე მივყავართ. კრიზისულ გარემოში მისი გავრცელების დადგენა რთულია და შეზღუდული რესურსები არ გვაძლევს მტკიცებულებების შეგროვების საშუალებას.

კოვიდ 19-მა დამატებითი განზომილება შესძინა  გენდერულ ძალადობას კრიზისების დროს. განსსხვავებით ჩვეულებრივი გადაუდებელი შემთხვევებისგან სადაც დანაშაულის საფრთხე სახლს გარეთ არსებობს, კოვიდ 19-მა გაზარდა  ოჯახში ძალადობის რისკი.

კოვიდ 19-მა ასევე შეზღუდა წვდომა დაცვისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე, ბავშვების/ ახალგაზრდა გოგონების ყოველდღიური განათლების რუტინის დარღვევით ( სადაც სკოლები დაკეტილია).

 ასევე დარღვეულია გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კრიზისის დროს. გადაუდებელი შემთხვევების დროს,  გენდერული ძალადობის დამცველობითი სერვისებსა და სტრუქტურებს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს სხვა გადაუდებელ მომსახურებასთან შედარებით უპირატესობა არ ენიჭებათ.

 

რა გავლენა იქონია კრიზისებმა გენდერულ ძალადობაზე კავკასიაში

 

 

პანდემიამ და შეზღუდვება გაზარდა უსაფრთხოების რისკები ქალებისა და გოგონებისთვის. საქართველოში კოვიდ 19 სიტუაციის  სწრაფი გენდერული შეფასების მიხედვით - 2. 2021, 23% ქალები და 17% კაცები ამბობენ, რომ გამოუცდიათ ან სმენიათ ოჯახური ძალადობის შესახებ პანდემიის პერიოდში. (Rapid gender assessment of the environment caused by COVID-19,UNDP, UNFPA, UN Women, 2021) ასევე ქეას გენდერულმა ანალიზმა კოვიდ 19-ის გავლენა საქართველოში მის სამიზნე თემებში აჩვენა, რომ მეტი ქალი (42%) ვიდრე მამაკაცი (35.3%) ფიქრობდა, რომ საფრთხეები და სახლში უსაფრთხოების საკითხები გოგონებისა და ქალებისთვის გაიზარდა. ყოველი მეორე (51.7%) რესპოდენტი ფიქრობდა, რომ საფრთხეები ქალებისა და გოგონებისთვის სახლის გარეთ გაიზარდა.(CARE Caucasus: Covid 19 Gender Analysis 2020)

 

პანდემიებმა ასევე გააუარესა გენდერული ძალადობის მავნე პრაქტიკა. ქეას შეფასებით, იძულებით ქორწინების 14.7%-ით გაზრდილი რისკს აღინიშნავდა ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობის ქალებს ასევე ნაკლები წვდომა ქონდათ ინფორმაციაზე. უფრო ზუსტად, ეთნიკური უმცირესობის ქალების მესამედზე მეტს (35.3%) აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია 112-ის აპლიკაციის შესახებ, 85.3% არ აქვს ინფორმაცია თავშესაფრების შესახებ, 67.6%-ს აქვს მცირე ინფორმაცია კრიზისულ ცენტრებზე და  47.1% ნაკლები ინფორმაცია აქვს ცხელ ხაზებზე.(CARE Caucasus: Covid 19 Gender Analysis 2020)

კოვიდ 19-თან ერთად, კავკასიის რეგიონში მოხდა კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის უწყებათაშორისი გეგმის მიხედვით, .კონფლიქტითა და კოვიდ 19-ით გამოწვეულმა სტრესმა გაზარდა ბავშვების მიმართ ძალადობის რისკი, განსაკუთრებით ემოციური ძალადობა და უგულებელყოფა, ასევე გენდერული ძალადობა, სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა''.

არსებულმა სიტუაციამ განსაკუთრებით წარმოაჩინა მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება.

 

გენდერული ძალადობა ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეა აზერბაიჯანშიც. აზერბაიჯანში სუსტი პოლიტიკა და შესაბამისი სტრუქტურების არარსებობა შერწყმულია სოციალურ ნორმებთან. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძალადობა და შევიწროვება სამუშაო ადგილზე. სოციალური ნორმები ზღუდავს მსხვერპლს, რომ შემთხვევები  სასამართლომდე მიიტანოს.  დასაქმებულებისთვის რთულია დაამტკიცონ სექსუალური შევიწროვების და დისკრიმინაციის ფაქტები და აქვთ შიში, რომ დაკარგავენ სამსახურს.

 

სოციალური ნორმები როგორც გენდერული ძალადობის ხელშემწყობი

 

გენდერულ ძალადობას ამძიმებს არსებული გენდერული უთანასწორობა და სოციალური ნორმები. სოციალური ნორმები ზღუდავს ქალებს, რომ გაახმაურონ ძალადობის ფაქტები, რადგან ხშირად საზოგადოება არ უთანაგრძნობს გადარჩენილს. გარდა ინდივიდუალური დამოკიდებულების გარდაქმნისა, მნიშვნელოვანია სოციალური მოლოდინების ცვლილება ჯგუფში/თემში, მაგალითად ცნობიერების ამაღლების გზით, იმ ორგანიზაციებთან მუშაობით, რომლებიც ორიენტირებულია გენდერულ ძალადობასა და სათემო აქტივისტებზე.

 

ქეა კავკასიას მოწოდება ქმედებაზე

კავკასიის კონტექსტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პრევენციისა და რეაგირების სტრატეგიებზე მუშაობა და კრიზისების გენდერული განზომილებების განხილვა. ქეას და მისი პარტნიორების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქეა კავკასია მოუწოდებს:

 

  • დონორებმა. მთავრობებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა პრიორიტეტი მიანიჭონ გენდერული ძალადობის სერვისებს, როგორც არსებით და სიცოცხლის გადამრჩენელ პასუხს კოვიდ 19-ისა და კონფლიქტის წინააღმდეგ, მათ შორის ის რომ საჭირო სერვისები სათანადოდ მუშაობს და სათანადოდ ფინანსდება. მნიშვნელოვანია ჩატარდეს უსაფრთხო, შესაბამისი და მაღალი ხარისხის გენდერული ძალადობის საპასუხო ქმედებები.
  • ყველა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს რომ ქალები და გოგონებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ყველა პროგრამის/პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სფეროში, გენდერული ძალადობის პრევენციისა და პასუხისთვის.
  • სექტორის, პროგრამის ტიპისა თუ მოდალობის მიუხედავად, ყველა სამინისტრომ და ორგანიზაციამ, რომელიც ახორციელებს ჰუმანიტარულ პროგრამებს, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ გენდერული ძალადობის რისკის შემცირების ღონისძიებებს, ასევე უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების დატრენინგება თუ როგორ უნდა მოხდეს გენდერული ძალადობის გამჟღავნება და გაკეთდეს შესაბამისი და უსაფრთხო განცხადებები. ქალების ხელმძღვანელობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის აღიარება და პრიორიტიზაცია. ადგილობრივი ორგანიზაციები და აქტივისტები არიან ლიდერები და ერთ-ერთ პირველი მოპასუხეები კრიზისის დროს. მნიშვნელოვანია მათი სამომავლო მზადყოფნა და შესაძლებლობა რომ გააუმჯობესონ მათი პასუხი გენდერულ ძალადობაზე, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს.
  • ააგრძელოს მუშაობა სოციალური ნორმების შეცვლაზე უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ათ შორის ახალგაზრდებთან, ოჯახებსა და თემის წევრებთან მუშაობით. გენდერული ძალადობის პრევენციის ინიციატივებში კაცებისა და ბიჭების ჩართვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო კომპონენტია გენდერული ძალადობის დასასრულებლად.